სასწავლო პროექტი


 მდინარე და მისი მნიშვნელობა
 პროექტის მთავარი თემა: მდინარის წყლის თვისებების შესწავლა.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები პრაქტიკულად შეისწავლიან (მდ. სუფსა ჩამოდის სკოლასთან ახლოს) მდინარის ნაწილებს, მის თვისებებს, ისწავლიან მდ. წყლის სიჩქარის გაზომვას.

მიზანი: მდინარის ნაპირების განსაზღვრა, სათავის შესწავლა, რომელი მდინარე უერთდება მას და შესართავის მოძებნა. მასზე განლაგებული სოფლების შესწავლა.

მონაწილეთა ასაკი: 14 წლის.

ვადები/ხანგრძლივობა: 4 დღე.

მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები ისწავლიან მდინარის ნაწილებს, მასზე დაკვირვებას, წყლის შემადგენლობის განსაზღვრას, მიმდებარე ტერიტორიაზე ქანების გარჩევას, დახრილობის კუთხის გაზომვას, სიჩქარის განსაზღვრას. წყალი რომ სიცოცხლის განმაპირობებელი ერთ–ერთი ფაქტორია, მისი დაცვა აუცილებელია. გაითავისებენ წყლის რესურსების დაცვის მიზნით საწყის საფეხურს მასზე დაკვირვება წარმოადგენს. ისწავლიან რომ წყალი წარმოადბენს ფიზიკურ გარემოს, მისი ცვლილება იწვევს მდინარის ქიმიურ და ბიოლოგიურ ცვლილებას.    

პროექტისთვის საჭირო რესურსები: სანტიმეტრი, წამმზომი, კომპასი, ბლოკნოტი, ფანქარი, ზურგჩანთა, სახაზავი, თერმომეტრი.  

პროექტის მსვლელობა: 1დღე– წყლის სიღრმის სიგანის განსაზღვრა. ტემპერატურის განსაზღვრა. მონაწილეობს ოთხი მოსწავლე–გაზომვისას იყენებენ თოკს, რომელსაც კვანძავენ ყოველ 50 მეტრში ასევე გამოყოფენ 1 მეტრიან ნიშნულებს განსხვავებული ფერის ძაფით–ორი მოსწავლე რჩება ნაპირზე ორი გადადის მე–2 ნაპირზე. მიღებულ შედეგს ინიშნავენ. ასევე სიღრმის გაზომვისას – მდინარის სიგანეს ყოფენ ტოლ მონაკვეთებად დაყოველ მონაკვეთში ზომავენ სიღრმეს უმატებენ ერთმანეთს და გამოგვყავს საშუალო.

მე–2 დღე – მდინარის სიჩქარის განსაზღვრა, წყლის ორგანოლეპტური მახასიათებლის შესწავლა.
მონაწილეობს ოთხი მოსწავლე. ორი მისწავლე დგება ერთმანეთისაგან 2–3 მეტრის დაშორებით. ერთი მათგანი რომელიც დგას ზევით წყალში უნდა ჩაუშვას რაიმე მოტივტივე საგანი მეორემ კი დაინიშნოს დრო რომლის განმავლობაში საგანი გაივლის პირობით მანძილს ან დაითვლის. ვახასიათებთ როგორი ფერი აქვს სუნი. მე–3 დღე ჯგუფი მიდის მდინარის შესართავის დასათვალიერებლად. იგი შავ ზღვას უერთდება.
მე–4 დღე–მცირე ექვსკურსი  ჩოხატაურის რ–ში მდინარის სათავის სანახავად მარშრუტი შედგენილია მიზნობრივად და თან რუკის საშუალებით  შევისწავლით დასახლებულ პუნქტებს.
ადგილზე ვამთლიანებთ მასალას–რეფლექსია.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა, ქიმია.

პროექტის ხელმძღვანელი: ნ. მიმინოშვილი.

ელ.ფოსტა:miminishvilinato@gmail.com